მერაბ ქვარაია - ადამიანები ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ შავ ლაქას, რომელიც ამ ორგანიზაციასთან არის დაკავშირებული
„ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, ადამიანები ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ შავ ლაქას, რომელიც ამ ორგანიზაციასთან არის დაკავშირებული.
ასე გამოეხმაურა ქვარაია „ევროპული საქართველოს“ წევრს ლელა ქებურიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც დღეს „ევროპული საქართველო“ ერთ-ერთმა წევრმა იმიტომ დატოვა, რომ მასზე ხელისუფლებამ ზეწოლა განახორციელა.
„მე ყოველთვის ვაცხადებდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი და იგივე ორგანიზაციაა. ამდენად, ის ფაქტი, რომ ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ, რაიმე გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს. ადამიანები ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ შავ ლაქას, რომელიც ამ ორგანიზაციასთან არის დაკავშირებული.
სხვა მხრივ, ეს ჩვენი ხელწერა არ არის. მოგეხსენებათ, ეს არის მათი ხელწერა. რატომ ტოვებენ ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს მათ საკუთარ გადაწყვეტილებებში და პარტიაში უნდა მოიკითხონ“, – განაცხადა ქვარაიამ.