მერაბ მეგრელაძეს ისევ გააქვს - სამტრედიამ გურია დაამარცხა
მერაბ მეგრელაძეს ისევ გააქვს - სამტრედიამ გურია დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ტური ლანჩხუთში გამართული შეხვედრით დაიწყო: ევგრაფი შევარდნაძეზე გურიამ სამტრედია მიიღო და დამარცხდა.

შეხვედრა სტუმრებისთვის სასურველი სცენარით დაიწყო – უკვე მე-14 წუთზე, სამტრედიას თავდამსხმელმა მერაბ მეგრელაძემ ანგარიში გახსნა. საინტერესოა, რომ ეს 19 წლის ფეხბურთელი ქართული ფეხბურთის ლორდად წოდებული მერაბ მეგრელაძის შვილიშვილია და საგვარეულო დონასტაციას აგრძელებს. 70-ე წუთზე ლანჩხუთელების მცველი დიმიტრი ვირუბოვი გააძევეს, ანგარიში კი აღარ შეცვლილა და კახა კაჭარავას გაწვრთნილმა სამტრედიამ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო – 0:1.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მე-2 ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა ხვალ და ზეგ გაიმართება:

შაბათი, 9 მარტი

შევარდენი 1906 – თელავი
14:00, მუხიანის სპორტული კომპლექსი – თბილისი

შუქურა – გაგრა
14:00. პარკი არენა – ფოთი

კვირა, 10 მარტი, 2019

ზუგდიდი – კოლხეთი 1913
15:00. მურთაზ ხურცილავა – მარტვილი

ცხინვალი – მერანი თბ
15:00. დავით პეტრიაშვილი – თბილისი