მერაბ გაბინაშვილი - ლევან მურუსიძე ჩემი კოლეგაა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არც ავად და არც კარგად არ შევაფასებ
ლევან მურუსიძე ჩემი კოლეგაა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არც ავად და არც კარგად არ შევაფასებ, – ამის შესახებ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატმა მერაბ გაბინაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ეკა ბესელიამ მას ჰკითხა, შეეძლო თუ არა ლევან მურუსიძეს სანდრო გირგვლიანის საქმის აპელაციაში დაბრუნება და კერძო განჩინების გამოტანა.
„ლევან მურუსიძე ჩემი კოლეგაა. ჩემი კოლეგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არც ავად და არც კარგად არ შევაფასებ“, – განაცხადა გაბინაშვილმა.