მერაბ ჟორდანია - ქართული ფეხბურთის ისტორიის გახსენება ძალიან მნიშვნელოვანია
მერაბ ჟორდანია - ქართული ფეხბურთის ისტორიის გახსენება ძალიან მნიშვნელოვანია

„მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ბატონ გია გორგოძეს ქართულ ფეხბურთზე ესოდენ მნიშვნელოვანი ოთხტომეულზე მუშაობის დასრულება მივულოცო. ამავე დროს, ქართული ფეხბურთის წარმომადგენლების სახელით მადლობა გადავუხდი, რადგან ჩვენი ფეხბურთისთვის დიდი საქმე გააკეთა“, – ეს მერაბ ჟორდანიამ გია გორგოძის ახალი წიგნის, „ქართული ფეხბურთის საუკუნე“ პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

„პირველ არხთან“ ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „დინამოს” ყოფილმა პრეზიდენტმა წიგნის მნიშვნელობაზე კიდევ უფრო კონკრეტულად ილაპარაკა:

„ოთხტომეულში ბევრი ისეთი საინტერესო ამბავია მოთხრობილი, რომელიც შესაძლებლობას მაძლევს ქართული ფეხბურთის მომავალზე იმედიანად ვილაპარაკო. მისი გამოცემა და საერთოდ, ქართული ფეხბურთის ისტორიის გახსენება ამ კუთხით მნიშვნელოვანია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ძლიერი და სერიოზული საფეხბურთო ქვეყანა ვართ, წარმატებები გვქონდა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გვექნება“, – აცხადებს მერაბ ჟორდანია.