ავსტრიული გამოცემა - „აუსტრიაში“ შემოსავლის გაზრდას მხოლოდ ქართველების მისვლას უკავშირებენ, მაგრამ ვითარება გაურკვეველია #1TVSPORT
ავსტრიული გამოცემა - „აუსტრიაში“ შემოსავლის გაზრდას მხოლოდ ქართველების მისვლას უკავშირებენ, მაგრამ ვითარება გაურკვეველია #1TVSPORT

ვენის „აუსტრია“, სადაც მისვლას მერაბ ჟორდანია, მიხეილ სურგულაძის კომპანია „ინსინია გრუპი“ და მისი ვაჟი, ლუკა სურგულაძე აპირებენ, ლიგიდან გაგდებას გადაურჩა.

ფინანსური პრობლემების გამო, უძველესი ისტორიის მქონე გუნდს 14 აპრილს ავსტრიის ბუნდესლიგაში თამაშის ლიცენზია ფინანსური პრობლემების გამო ჩამოართვეს, მაგრამ საბოლოოდ „აუსტრიას“ სარჩელი დააკმაყოფილეს და საკითხი ნაწილობრივ მოგვარდა – ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბს ლიცენზია მისცა, მაგრამ ავსტრიული გამოცემა „დერსტანდარდი“ ამტკიცებს, რომ ქართველებთან დაკავშირებული ფინანსური იმედები ჯერ ისევ გაურკვევლობას იწვევს.

„მომავალი სეზონისთვის მიღებული ლიცენზიის მიუხედავად, კლუბის გარშემო ბევრი ჭორი და გაურკვევლობაა. ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება? გუნდმა მიიღო ლიცენზია და ოპტიმიზმის დრო დადგა? სულაც არა. „აუსტრიაშიეიფორიაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ჯერ უცნობია, მომავალ სეზონზე კლუბის სპორტულ მხარეს ვინ უხელმძღვანელებს, ამავე დროს გაირკვა, ეკონომიკური სფეროს კადრებს ვინ უხელმძღვანელებს. მაგრამ გაუგებარია, სეზონის დასრულების შემდეგ ერთპიროვნული მმართველი მარკუს კრეტჩმერი კლუბში დარჩება თუ არა. ფინანსური პრობლემების მასშტაბი მხოლოდ 2019/2020 წლიური ანგარიშიდან გახდა ცნობილი. შემოსავლის წლიურ ანგარიშგებაში მინუს 18,8 მილიონი ევრო დაფიქსირდა. ერთი წლით ადრე, კრეტჩმერმა განაცხადა, რომ შემოსავალი 2,3 მილიონ ევრომდე გაიზრდებოდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „აუსტრიაში“ მთავარი სპონსორი (ქართველები) მივიდოდა“, – წერს გამოცემა.

დერსტანდარდი“ ქართველებთან დაკავშირებულ კომპანია „ინსინია გრუპის“ შესახებაც წერს.

„დიდი ხნის განმავლობაში ბევრს ეშინოდა, რომ იდუმალი სპონსორი გადახდისუუნარო აღმოჩნდებოდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ხელმძღვანელობისადმი ჩვეულებრივი ადამიანების ნდობა შეირყა. დაინტერესებულ მხარეებს, სამეურვეო საბჭოდან დაწყებული და გულშემატკივრებით დასრულებული, სურს გაერკვეს, რა გახდა 110-წლიანი კლუბის უდიდესი კრიზისის მიზეზი. „აუსტრიამ“ არ შეასრულა 2019/20 წლების წლიურ ანგარიშში დასახული თავისი ამოცანა, რომ სტრატეგიული პარტნიორისთვის გუნდის აქციების 49.9% მიეყიდა. შედეგად, კომპანია „ინსინია გრუპი“ წარმოადგინეს არა როგორც პარტნიორი, რომელმაც უნდა იყიდოს აქციები – არამედ წარმოადგინეს სპონსორების მოსაზიდად. საგანგებო დახმარებაზე საუბარი არც ყოფილა“.