მერაბ ჟორდანია - ჩემი აზრით, ვისაც ფეხბურთი გვიყვარს, ყველას მესისა და არგენტინის გამარჯვება გვინდა #1TVSPORT
მერაბ ჟორდანია - ჩემი აზრით, ვისაც ფეხბურთი გვიყვარს, ყველას მესისა და არგენტინის გამარჯვება გვინდა #1TVSPORT

მერაბ ჟორდანია კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება შეცდომა იყო – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის „დინამოსა“ და არნემის „ვიტესის“ ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„მსოფლიო ჩემპიონატის კატარში ჩატარებამ რომ გაამართლა, ამაზე ორი აზრი არ არის. ამის შესახებ კატარში ველაპარაკე ჩემს ახლო მეგობრებს, რომლებიც უცხოურ ფეხბურთს წარმოადგენენ. მაინტერესებდა, მუნდიალი ორგანიზაციული კუთხით როგორ ტარდებოდა და რა მდგომარეობა იყო. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ასეთი ორგანიზებული ჩემპიონატი ჯერ არ ჩატარებულა. ეს ფეხბურთის ყველა ქომაგს სიხარულს უნდა ანიჭებდეს“.

ჟორდანიამ მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი ფავორიტი დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ ჩემპიონობას ლიონელ მესის არგენტინა იზეიმებს.

„ფავორიტის დასახელებისა და პროგნოზებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ, ვიტყვი, ვის მხარეს არის ჩემი სიმპათია. ასე მგონია, ვისაც ფეხბურთი გვიყვარს, ყველას იმ კაცის გამარჯვება გვინდა, ვინც ფეხბურთს მის ისტორიაში ალბათ ყველაზე მეტი მისცა – ლიონელ მესის ვგულისხმობ. ამ საკითხში, ვფიქრობ, ყველა ერთ მხარეს ვართ, აქედან გამომდინარე, არგენტინის ვგულშემატკივრობ“, – განაცხადა მერაბ ჟორდანიამ.