მერაბ ჭანუყვაძე - ჩვენი ვალია, ქედი მოვიხაროთ ყველა ადამიანის წინაშე, ვინც სამშობლოსთვის სიცოცხლე გაწირა
გურიაში ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს და ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს.
„ძვირფასო ვეტერანებო, თითოეული თქვენგანის თავდადება, თავგანწირვა და შემართება სამაგალითოა. საკუთარი სიცოცხლის ფასად მოგვიტანეთ დიდი გამარჯვება და მადლობას გიხდით თავდადებისთვის, თქვენ ხართ გმირები და ვამაყობთ თქვენით. ჩვენი ვალია, ქედი მოვიხაროთ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა და სამშობლოსთვის სიცოცხლე გაწირა. მინდა, განსაკუთრებულად მოგეფეროთ, მოგილოცოთ ფაშიზმზე გამარჯვება და კიდევ მრავალჯერ გვეზეიმოს ეს დღე. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“- გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარით, ხოლო მარჩენალდაკარგულთა ოჯახები 300 ლარით დასაჩუქრდნენ.
წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ვეტერანებს საჩუქრად 350-350 ლარი გადასცა. ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ კი 300-300 ლარი.
გურიაში სულ 23 ვეტერანი ცხოვრობს. ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავის აღსანიშნავად მათთვის სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა.