მექსიკური გუნდი მეოთხედფინალში მეკარის მიერ ბოლო წამებზე გატანილმა გოლმა გაიყვანა (ვიდეო)
კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს მექსიკური „ტიგრესი“ და სალვადორის „ალიანსა“ ხვდებოდნენ, დრამატული ფინალი შედგა.
მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო, მეოთხე წუთზე, როდესაც ანგარიში 3:2 იყო „ტიგრესის“ სასარგებლოდ, მასპინძლებმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მათ ორი ბურთის სხვაობით მოგება სჭირდებოდათ, ამიტომ ფეხბურთელების დასახმარებლად მეტოქის საჯარიმოში მეკარე ნაუელ გუსმანიც ჩავიდა, რომელმაც ჩაწოდებულ ბურთს თავი ზუსტად შეაგება და მეტოქის კარი აიღო.
გუსმანის გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და „ტიგრესი“ მეოთხედფინალში ითამაშებს.