ლევანდოვსკი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში გამარჯვებაზე - ეს დიდი ისტორიაა
ლევანდოვსკი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში გამარჯვებაზე - ეს დიდი ისტორიაა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს „ბაიერნი“ და „ტიგრესი“ დაუპირისპირდნენ.

59-ე წუთზე პავარმა შეხვედრის გადამწყვეტი და ერთადერთი გოლი გაიტანა, „ბაიერნმა“ მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასს დაეუფლა.

„ბაიერნის“ ლიდერმა, რობერტ ლევადოვსკიმ მისი გუნდისთვის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჩვენ უბრალოდ გამარჯვება გვსურდა. ახლა ექვსი თასი გვაქვს, ეს დიდი ისტორიაა, არა მხოლოდ მიუნხენის „ბაიერნისთვის“, არამედ მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის. ამ თამაშს გულშემატკივრები არ დაივიწყებენ“, – ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს „ბაიერნის“ ოფიციალური ვებგვერდი.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გადასცემდა.

დატოვე კომენტარი