თომას მიულერი კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ვერ ითამაშებს – ნახევარმცველს კორონავირუსი აქვს

17:43, 11.02.2021

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი თომას მიულერი არ ითამაშებს კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მექსიკური „ტიგრესის“ წინააღმდეგ. ამის მიზეზი ის არის, რომ 31 წლის ფეხბურთელმა ოთხშაბათს დადებითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე, – იტყობინება Sky.

ადრე ცნობილი გახდა, რომ ფინალში ასევე ვერ ითამაშებენ „ბაიერნის“ ნახევარმცველები – ხავი მარტინესი და ლეონ გორეტცკა, რომლებსაც ასევე კორონავირუსი დაუდასტურდათ.

„ბაიერნისა“ და „ტიგრესის“ მატჩი ხუთშაბათს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი უჩვენებს.

მსგავსი