თომას მიულერი კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ვერ ითამაშებს - ნახევარმცველს კორონავირუსი აქვს
მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი თომას მიულერი არ ითამაშებს კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მექსიკური „ტიგრესის“ წინააღმდეგ. ამის მიზეზი ის არის, რომ 31 წლის ფეხბურთელმა ოთხშაბათს დადებითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე, – იტყობინება Sky.
ადრე ცნობილი გახდა, რომ ფინალში ასევე ვერ ითამაშებენ „ბაიერნის“ ნახევარმცველები – ხავი მარტინესი და ლეონ გორეტცკა, რომლებსაც ასევე კორონავირუსი დაუდასტურდათ.
„ბაიერნისა“ და „ტიგრესის“ მატჩი ხუთშაბათს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი უჩვენებს.