კოლუმბიური კლუბის პრეზიდენტი საფეხბურთო მატჩის შემდეგ სტადიონთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს #1TVSPORT
კოლუმბიური კლუბის პრეზიდენტი საფეხბურთო მატჩის შემდეგ სტადიონთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს #1TVSPORT

კოლუმბიაში სიცოცხლეს გამოასალმეს ქალაქ ბოგოტას კლუბის, „ტიგრესის“ პრეზიდენტი ედგარ პაეს კორტესი. მკვლელობა მოხდა პრიმერა B-ს მატჩის შემდეგ, რომელშიც „ტიგრესმა“ შინ 2:3 წააგო კალის „ატლეტიკოსთან“.

„ტიგრესმა“ ოფიციალურად დაადასტურა კორტესის მკვლელობის ფაქტი. როგორც ინტერნეტგამოცემა TyC Sports-ი წერს, 63 წლის ფუნქციონერი ორმა უცნობმა ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა იმ დროს, როცა ის წაგებული საშინაო მატჩის შემდეგ ტოვებდა სტადიონს.

ადგილობრივი სამართალდამცავები გამოძიებას აწარმოებენ.

კოლუმბიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში „ტიგრესი“ ბოლოსწინა ადგილზეა.