მექსიკის შტატ გერეროს დედაქალაქის მერი თანამდებობის დაკავებიდან ექვსი დღის შემდეგ მოკლეს
მექსიკის შტატ გერეროს დედაქალაქის მერი თანამდებობის დაკავებიდან ექვსი დღის შემდეგ მოკლეს.
ალეხანდრო არკოსი გასულ კვირას ჩილპანსინგოს მერი გახდა, რომელსაც დაახლოებით 280,000 მოსახლე ჰყავს და მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.
თავდაპირველად მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით ფაქტი ოფიციალურმა პირებმაც დაადასტურეს.
გერეროს შტატის გენერალური პროკურატურის ოფისმა განაცხადა, რომ იძიებენ მის მკვლელობას. მვკელობის გარემოებაზე მეტი დეტალი ცნობილი არ არის.
ცნობისთვის, რამდენიმე დღით ადრე ცეცხლსასროლი იარაღით ქალაქის მთავრობის მდივანიც მოკლეს.