მექსიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აშშ-ის საიმიგრაციო ქმედებებს არაჰუმანურს უწოდებს
მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუის ვიდეგარმა ამერიკის შეერთებული შტატების საიმიგრაციო ქმედებებს „არაჰუმანურობა“ უწოდა და ვაშინგტონს პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა.
ცენტრალური ამერიკის სახელწიფოს უმაღლესმა დიპლომატმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაერო-ს მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ორგანიზაციის გენერალურ მდივან, ანტონიო გუტიერეშთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მეზობელი სახელმწიფო აშშ-ის საზღვარზე არალეგალურად გადასული პირების შესაჩერებლად არაფერს აკეთებს.
2018 წლის აპრილში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯეფ სეშენსმა საიმიგრაციო პოლიტიკაში „ნულოვანი ტოლერანტობის“ შესახებ განაცხადა. საქმე ეხება იმ ოჯახებს, რომლებიც აშშ-ის საზღვარს არალეგალურად კვეთენ. მსგავს შემთვევაში დაკავებულ ოჯახებს ერთმანეთისგან აცალკევებენ. საქმე ისაა, რომ მცირეწლოვნების წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნა არ შეიძლება.
შესაბამისად, მათ მშობლებისგან აცალკევებენ და სპეციალურად გამოყოფილ ბანაკებში მიყავთ. რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრაპმა განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვარზე არალეგალურად გადასული პირების დაკავება კვლავ აუცილებელია. თეთრი სახლის ლიდერმა მაშინ დასძინა, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე მოხვედრილი 12 ათასი ბავშვიდან 10 ათასი მშობლებმა საკმაოდ სახიფათო გზით წამოიყვანეს და მათგან მხოლოდ ორმა ათასმა ბავშვმა გადაკვეთა საზღვარი მშობლებთან ერთად.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ახლა კონგრესს „სასაცილო და მოძველებული“ საიმიგრაციო კანონის შეცვლისკენ მოუწოდებს.