მექსიკის კურორტ აკაპულკოს მახლობლად ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
მექსიკის კურორტ აკაპულკოს მახლობლად, ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია სულ მცირე ერთი ადამიანი, რომლის ავტომობილს ბოძი დაეცა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 7,0 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი აკაპულკოდან 18 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები დილის საათებში დაფიქსირდა.
მიწისძვრის შედეგად, წაიქცა ხეები და კლდეებიან გზებზე ქვები ჩამოიყარა. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.