მექსიკის დასავლეთ სანაპიროს ქარიშხალი უილა დაატყდა თავს. ხელისუფლებამ სტიქიის ზონაში მაღალი რისკის მქონე რეგიონებიდან ათასობით მოსახლის ევაკუაცია განახორციელა.
მიმდებარე ტერიტორიაზე 60-მდე თავშესაფარია გახსნილი. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 195 კილომეტრს აღწევს.
საგანგებო მდგომარეობა სინალოას, ხალისკოს და ნაიარიტის შტატებში არის გამოცხადებული, სადაც ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოს ხელისუფლებამ ქარიშხალთან და მის შედეგებთან საბრძოლველად სამხედრო მოსამსახურეები გამოიყვანა.
მექსიკის ხელისუფლების ინფორმაციით, ქარიშხალი უილა სტიქიის ზონაში მყოფებისთვის შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს. ამიტომ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სინალოას, ხალისკოსა და ნაიარიტის შტატებში დახურულია ყველა დაწესებულება.