მექსიკის ჩრდილოეთში 600 მიგრანტი დააპატიმრეს
მექსიკის ჩრდილოეთში 600 მიგრანტი დააპატიმრეს

მექსიკის ჩრდილოეთში 600 მიგრანტი დააპატიმრეს. დაკავებულები მიგრაციის ეროვნულ ცენტრში გადაჰყავთ. ინციდენტი ჩიაპასის შტატში მოხდა. დაკავებულთა უმრავლესობა ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან არის. ისინი თავშესაფარს აშშ-ში ითხოვენ.

აშშ-ის შიდა საქმეების მდივნის ოფისში ამბობენ, რომ საზღვრისპირა ქალაქებში ტიხუანასა და მეხიკლაში 6000 მიგრანტი იმყოფება. აშშ-ი მათ მიღებაზე უარს ამბობს.

გავრცელებული ცნობით, ტრამპმა საზღვარზე მყოფ სამხედროებს იარაღის გამოყენების ნებართვა მისცა.