მექსიკელი ტელემაგნატი ადოლფო ლაგოს ესპინოზა უსაფრთხოების დაცვის წევრმა შემთხვევით მოკლა
მექსიკელი ტელემაგნატი, კომპანია Izzi Telecom-ის ხელმძღვანელი ადოლფო ლაგოს ესპინოზა უსაფრთხოების დაცვის წევრმა შემთხვევით მოკლა.
ტელემაგნატი მეგობართან ერთად ველოსიპედით სეირნობდა, რა დროსაც მათ მძარცველები დაესხნენ თავს და დაყაჩაღებას შეეცადნენ. მძარცველების მოგერიებას დაცვის წევრი ცეცხლის გახსნით შეეცადა, თუმცა ერთ-ერთი ტყვია ესპინოზასაც მოხვდა და გარდაიცვალა.