მექსიკაში სტიქიური უბედურების ზონაში ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაიღუპა 14 ადამიანი
მექსიკაში სტიქიური უბედურების ზონაში ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაიღუპა 14 ადამიანი

მექსიკაში სტიქიური უბედურების ზონაში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა 14 ადამიანი.

უბედური შემთხვევა ოახაკას შტატში მოხდა, რომელსაც დღეს ძლიერი მიწისძვრა დაატყდა თავს. როგორც ირკვევა ვერტმფრენი იმ ავტომობილს დაეცა, რომელშიც სტიქიის შედეგად დაზარალებულები იმყოფებოდნენ. მსხვერპლთა შირის არის 6 თვის ბავშვი, ასევე გარდაცვლილია 9 ქალი და 4 მამაკაცი.

თვითმხილველების ცნობით კი მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქს სტიქიის შედეგად დენი არ მიეწოდებოდა. ამიტომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს ქალაქში სიბნელე იყო.

მექსიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მსხვერპლთა იდენტიფიცირება გრძელდება.

შეგახსენებთ, მექსიკაში 7, 2 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს მოხდა.  სტიქიის შედეგად, ათობით მოქალაქეს სახლების დატოვება მოუხდა.