მექსიკაში შეიარაღებული პირების თავდასხმას ოთხი პოლიციელი ემსხვერპლა
მექსიკის ქალაქ გუიამასში, შეიარაღებული პირების თავდასხმას ოთხი სამართალდამცველი ემსხვერპლა. შემთხვევა ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინციდენტმა მოწაფეებსა და მასწავლებლებში პანიკა გამოიწვია.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელებმა ცეცხლი პატრულის ავტომობილს გაუხსნეს, რომელშიც სამი პოლიციელი იჯდა. შემდეგ კი ადგილიდან მიმალვას შეეცადნენ. მათი შეჩერება შეუიარაღებელმა სამართალდამცველმაც სცადა, თუმცა ისიც მოკლეს.