მექსიკაში საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში 145 პოლიტიკოსი მოკლეს
მექსიკაში საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში 145 პოლიტიკოსი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კამპანია გასული წლის 8 სექტემბერს დაიწყო და 2018 წლის 30 ივნისს დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნების მზადების პროცესში პოლიტიკოსებზე ძალადობის 627 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ წინააღმდეგ ცეცხლსასროლ და ცივ იარაღსაც იყენებდნენ.
შეგახსენებთ, 1-ელ ივლისს გამართულ არჩევნებში მოსახლეობამ პრეზიდენტი, 128 სენატორი და 500 დეპუტატი აირჩია. გარდა ამისა, ქვეყანაში აირჩიეს გუბერნატორები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები.