მექსიკაში საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
მექსიკაში საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

მექსიკაში საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

შემთხვევა მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვერაკრუსის შტატში მოხდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავი აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 09:45 საათზე აფრინდა.

როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, დაღუპულთა ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის და დაუდგენელია ბორტზე მყოფი პირების ზუსტი რაოდენობაც. მათი თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება.