მექსიკაში ქალაქ კოტიხას მერი, იოლანდა სანჩესი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას 19-ჯერ ესროლეს.
იოლანდა სანჩესი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაღუპულია ასევე მისი პირადი მცველი. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი ორგანიზებული დაჯგუფებაა.
იოლანდა სანჩესი ქალაქის მერი 2021 წელს გახდა. როგორც მედია წერს, ბოლო პერიოდში ის მისი მისამართით განხორციელებული მუქარების შესახებ იუწყებოდა. 2023 წელს იოლანდა სანჩესი ხალისკოს შტატში ვიზიტისას გაიტაცეს და სამი დღის განმავლობაში ტყვეობაში ჰყავდათ.