მექსიკაში, მერობის კანდიდატის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველები დააკავეს
მექსიკის მუნიციპალიტეტ ოკამპში 30-მდე სამართალდამცველი კრიმინალურ დაჯგუფებასთან და მერობის კანდიდატის მკვლელობასთან შესაძლო კავშირის ბრალდებით დააკავეს.
პარტია „დემოკრატიული რევოლუციის“ კანდიდატი ფერნანდო ანხელეს ხუარესი ხუთშაბათს მოკლეს. ის საცხოვრებელ სახლთან ჩაცხრილეს.
დაკავებულთა შორის მუნიციპალური პოლიციის უფროსიც არის, რომელმაც დასაკითხად მისულ გამომძიებლებს ცეცხლი გაუხსნა.