მექსიკაში კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ციხიდან პატიმრების გასათავისუფლებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ორი ავტომობილი ააფეთქეს
მექსიკის ქალაქ ტულაში, კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ციხიდან პატიმრების გასათავისუფლებლად, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ორი ავტომობილი ააფეთქეს, რის შემდეგაც შეიარაღებული პირები შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.
მომხდარის გამო, ორი სამართალდამცველი დაშავდა.
შემთხვევის შედეგად, ციხიდან ცხრა პატიმარი გაიქცა.