მექსიკაში კორონავირუსის 6 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 635 პაციენტი

08:23, 16.08.2020

მექსიკაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 345 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 635 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მექსიკაში კორონავირუსი სულ 517 714 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 56 543-ს შეადგენს.

გასულ კვირაში მექსიკის მთავრობამ კომპანია „ასტრაზენეკასთან“ მექსიკაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმების მიხედვით, ფარმაცევტული კომპანია ვაქცინას მექსიკაში აწარმოებს და ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში მის ექსპორტირებას განახორციელებს. ვაქცინის წარმოების დაწყება 2021 წელს იგეგმება.

მსგავსი