მექსიკაში კორონავირუსის 6 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 635 პაციენტი
მექსიკაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 345 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 635 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მექსიკაში კორონავირუსი სულ 517 714 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 56 543-ს შეადგენს.
გასულ კვირაში მექსიკის მთავრობამ კომპანია „ასტრაზენეკასთან“ მექსიკაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმების მიხედვით, ფარმაცევტული კომპანია ვაქცინას მექსიკაში აწარმოებს და ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში მის ექსპორტირებას განახორციელებს. ვაქცინის წარმოების დაწყება 2021 წელს იგეგმება.