ქუვეითში ირანული დრონების ჩამოგდებისას ოთხი ადამიანი დაშავდა
ქუვეითში ირანული დრონების ჩამოგდების დროს ოთხი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ქუვეითის ერთი, იტალიის ორი და პაკისტანის ერთი მოქალაქეა.
ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, საუდ ალ-ატვანის განცხადებით, ქვეყნის შეირაღებულმა ძალებმა რამდენიმე უპილოტო აპარატი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შენიშნა და მათ გასანეიტრალებლად ზომები მიიღო.
ქუვეითის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად ასევე არის მატერიალური ზარალი.