მექსიკაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი გარდაიცვალა, 30-მდე კი ნანგრევებშია მოყოლილი
მექსიკაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი გარდაიცვალა, 30-მდე კი ნანგრევებშია მოყოლილი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია აცხადებს, ეკლესიაში 100 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო ნანგრევებში მოყოლილებს შორის რამდენიმე ბავშვია.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.