მექსიკაში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი წყნარი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ პლასიტა დე მორელოსთან, 15 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ მეხიკოში. ადგილობრივები შენობიდან გარეთ გავიდნენ.
დედაქალაქის მერის, კლაუდია შაინბაუმის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, მეხიკოში სტიქიას ნგრევა არ გამოუწვევია. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე.
ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები მექსიკაში დაფიქსირდა დამანგრეველი მიწისძვრის ხუთი წლისთავზე. 2017 წლის 19 სექტემბერს მომხდარ მიწისძვრას ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში 370 ადამიანი ემსხვერპლა.