მექსიკაში 43 სტუდენტის გატაცებასა და მათ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს
მექსიკაში 43 სტუდენტის გატაცებასა და მათ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

მექსიკელმა სამართალდამცველებმა 43 სტუდენტის გატაცებასა და მათ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, კრიმინალური დაჯგუფების წევრი დააკავა.

ერიკ ურიელია ერთ-ერთია, რომელიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მექსიკელმა სამართალდამცველებმა ბოლო წლებში დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, სტუდენტები ქალაქ იგუალადან ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებმა 2014 წელს გაიტაცეს და კრიმინალებს გადასცეს, რის შემდეგაც სტუდენტები სავარაუდოდ დახოცეს, მათი ცხედრები კი დაწვეს.

სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში ასზე მეტი პირი, მათ შორის იგუალას მერი და პოლიციის ოფიცრები დააკავა.