მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, პარლამენტის სახელით, ნობათი გადასცეს
9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და ვეტერანებს სურსათ-სანოვაგე გადასცეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის სახელით შეძენილი ნობათი 149 ადამიანს, მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილ 14 ვეტერანს გადაეცა.
ქართული წარმოების პროდუქტები, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით დაფასოვდა და დარიგდა.