9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ომის ვეტერანები ვაკის პარკში შეიკრიბნენ.
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ომის ვეტერანებს მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მთავრობის წევრებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა ჩვენს ქვეყანაზე უმძიმესი კვალი დატოვა. საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.