მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამორთმეული მიწის დასაბრუნებლად ლიხტენშტეინმა ჩეხეთს ევროპულ სასამართლოში უჩივლა
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამორთმეული მიწის დასაბრუნებლად ლიხტენშტეინმა ჩეხეთს ევროპულ სასამართლოში უჩივლა. ლიხტენშტეინმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივარი შეიტანა, რომლითაც ნახევარ მილიონ აკრამდე ტერიტორიის, ასევე ევროპის გრანდიოზული ციხეებისა და სასახლეების დაბრუნებას ითხოვს, რომელიც ქვეყანას 1945 წელს ჩამოართვეს.
ლიხტენშტეინის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ ეგენბერგერის განცხადებით, კომპენსაციის გარეშე მიწის ჩამორთმევა მიუღებელია. სარჩელი ეხება მეტწილად დავიწყებულ ეთნო-ეროვნულ ხარვეზს გერმანელებსა და ჩეხებს შორის ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ყოფილ მიწებზე. მთავარი საკითხი არის განკარგულება, რომლის თანახმად, ომისშემდგომი ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ „ლიხტენშტეინის სახლი“ და 38 ოჯახი განსაზღვრა, როგორც „გერმანული”, და მათი საკუთრებისა და ქონების ჩამორთმევა გადაწყვიტა ნაცისტური ომის დანაშაულის გამო. სადავო ტერიტორია ლიხტენშტეინის სამთავროს ამჟამინდელ ტერიტორიაზე 10-ჯერ მეტია და მოიცავს იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ორ ადგილს: ნეო-გოთურ ლედნიცის ციხეს, რომელიც ლიხტენშტეინის ოჯახის სახლი 700 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო, სანამ მისი კონფისკაცია მოხდებოდა და ბაროკოს სტილის ვალტისის ციხეს.