მეორე დღეა, თურქეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 2 000-ს აჭარბებს
მეორე დღეა, თურქეთში კორონავირუსის შემთხვევების დღიური რაოდენობა 2 000-ს აჭარბებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირება 2 102 ადამიანს დაუდასტურდა.
შესაბამის ინფორმაციას თურქული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 71 პაციენტი გარდაიცვალა, 1 581 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 355 528 შემთხვევა, გარდაიცვალა 9 584 ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 310 027 პაციენტი.
ქვეყანაში ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში 1 599 ინფიცირებული იმყოფება.