საქართველოს ეროვნული ნაკრები მენდელეევის 52-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ეროვნული ნაკრები მენდელეევის 52-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას. ნაკრები მინსკში 23 აპრილს გაემგზავრება.
მიმდინარე წლის პირველ აპრილს, სსიპ აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლაში მენდელეევის 52-ე საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტური ჩატარდა.
აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, დადგინდა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: პეტრიაშვილი გიორგი (სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა); რიჟინაშვილი დავითი (აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა- მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა; გოჯიაშვილი ლევან (სკოლა „აია-ჯესი“) ; გოგიჩაიშვილი საბა (სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის ნ199 საჯარო სკოლა);
ნაკრებს თინათინ ბუთხუზი უხელმძღვანელებს.
გუნდის გამგზავრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს “საქართველოს სასკოლო/ეროვნული გუნდების საერთაშორისო-რეგიონალურ ოლიმპიადებში მონაწილეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში” დაფინანსდა.