მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან [ვიდეო]
მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან.
საქართველის პირველი არხისა და ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეები აფარებენ დროშებს და გადაღებასა და პირდაპირ ეთერში ჩართვებში ხელს უშლიან.
აქცია ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარეობს. გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა.
შეგახსენებთ, მანამდე აქციის მონაწილეები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია ხელოვნური კონსტრუქციებისგან, შეეწყვიტათ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაცია და პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფარგლებში. შსს-ს წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს 15 წუთი მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად, რის შემდეგაც სამართალდამცველები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიისკენ დაიძრნენ. ტერიტორია, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, სამართალდამცველებმა ხელოვნური კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი – მელიქიშვილის გამზირის, მეორე ნაწილი კი ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს. ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს.