მელბურნში კორონავირუსის გამო დაწყებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა
მელბურნში კორონავირუსის გამო დაწყებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა

მელბურნში კორონავირუსის გამო დაწყებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. აქტივისტები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ხელისუფლებამ სამშენებლო სამუშაოების ჩატარება ქალაქში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ორი კვირით აკრძალა.

აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე მოხდა. ქალაქში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებულია.

სამშენებლო სამუშაოების დროებით აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც 20 სექტემბერს ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქცია ძალადობით დასრულდა.

მანამდე მთავრობამ სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულების ვაქცინაცია სავალდებულო გახადა.