მელანია ტრამპი - ყოველთვის არ ვეთანხმები მეუღლეს, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ ესაუბრება ხალხს, რომელსაც ემსახურება
მელანია ტრამპი - ყოველთვის არ ვეთანხმები მეუღლეს, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ ესაუბრება ხალხს, რომელსაც ემსახურება

ყოველთვის არ ვეთანხმები ჩემს მეუღლეს, როგორც საუბრობს, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ ესაუბრება ხალხს, რომელსაც ემსახურება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლემ, მელანია ტრამპმა პენსილვანიის შტატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

აშშ-ის პირველი ლედის თქმით, ქვეყნის ისტორიაში პირველად, აშშ-ის მოქალაქეები ყოველდღიურად პირდაპირ და მყისიერად უსმენენ პრეზიდენტს სოციალური მედიის საშუალებით.

„ვიდრე ჩემი მეუღლე პრეზიდენტად კენჭისყრას გადაწყვეტდა, მედიას უყვარდა, რადგან ხედავდნენ ადამიანს, რომელსაც მე ყოველდღე ვხედავ – ძლიერს, წარმატებულს და სამართლიანს. ადამიანი, რომელიც ხედავს პოტენციალს ყველაში, ვისაც შეხვდება, არ აქვს მნიშვნელობა სქესს, რასას, რელიგიასა და სექსუალურ ორიენტაციას. ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გული და დიდი იუმორის გრძნობა. დონალდს უყვარს ხალხის დახმარება და უყვარს გარშემომყოფებისა და მისი ქვეყნის წარმატების დანახვა“, – თქვა მელანია ტრამპმა.

აშშ-ის პირველი ლედის განცხადებით, როდესაც დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო მარათონში ჩართვა გადაწყვიტა, მედიამ მისგან განსხვავებული სურათი შექმნა და დაიწყო ნამდვილი ამბების შეცვლა საკუთარი მიკერძოებული დღის წესრიგის შესაბამისად.