ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მელანია ტრამპი თავის პირველ საზღვარგარეთულ ტურნეში გაემგზავრა.
აფრიკული ტურნეს განმავლობაში მელანია ტრამპი ოთხ ქვეყანაში ჩავა ვიზიტით – განაში, მალავიში, კენისასა და ეგვიპტეში.
ტურნე დაახლოებით ერთ კვირას გაგრძელდება. აფრიკულ ქვეყნებში ვიზიტისას აშშ-ის პირველი ლედი ბავშვთა პრობლემებზე გაამახილვებს ყურადღებას.
ეს მელანია ტრამპის პირველი ხანგრძლივი საზღვარგარეთული ტურნეა, რომელშიც ის მეუღლის გარეშე გაემგზავრა.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, თავად დონალ ტრამპი პრეზიდნეტის თანამდებობის დაკავებიდან აფრიკის ქვეყნებში არ ჩასულა, თუმცა აფრიკელი მიგრანტების შეურაცხმყოფელად მოხსენიების გამო მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა.