მელანია ტრამპი - მოვუწოდებ ადამიანებს, შეწყვიტონ ძალადობა, რასაც სამართლიანობის სახელით სჩადიან
„რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობის მეორე დღეს, აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა რასობრივი უთანასწორობის შესახებ ისაუბრა. მელანია ტრამპი თეთრ სახლში გამოვიდა სიტყვით. ღონისძიება თეთრ სახლში უისკონსინის შტატში პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი შავკანიანი მამაკაცის, 29 წლის ჯეიკობ ბლექისთვის ლოცვით დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
„როგორც ყველა თქვენგანი, მე ვფიქრობდი რასობრივ ნიადაგზე დაწყებულ არეულობაზე ჩვენს ქვეყანაში. სასტიკი რეალობაა, რომ ჩვენ არ ვამაყობთ ჩვენი ისტორიის გარკვეული ნაწილით. მოგიწოდებთ თქვენ, ფოკუსირებული იყოთ მომავალზე და ისწავლოთ წარსულიდან“, – განაცხადა მელანია ტრამპმა.
ქვეყნის პირველმა ლედიმ რასობრივი უსამართლობის გასაპროტესტებლად ქუჩაში გასულ დემონსტრანტებს მიმართა.
„მოვუწოდებ ხალხს, გაერთიანდნენ, რომ ჩვენ შევძლოთ მუშაობა და ცხოვრება ამერიკული იდეალების სტანდარტების შესაბამისად. ასევე, მოვუწოდებ ადამიანებს, რომ შეწყვიტონ ძალადობა და მაროდიორობა, რასაც სამართლიანობის სახელით სჩადიან და არასდროს მიიღონ გადაწყვეტილება პიროვნების კანის ფერის მიხედვით“, – განაცხადა მელანია ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „რესპუბლიკელთა“ ყრილობის ბოლო დღეს, ხუთშაბათს გამოვა სიტყვით.