მელანია ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნის გათავისუფლებას საჯაროდ ითხოვს
მელანია ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნის გათავისუფლებას საჯაროდ ითხოვს. ამის შესახებ სპეციალური განცხადება დონალდ ტრამპის მეუღლის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა გაავრცელა.
მისი განმარტებით, ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსანი, მირა რიკანდელი თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლონ, რადგან ის აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნას აღარ იმსახურებს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის უპრეცედენტო განცხადების მიზეზი მირა რიკანდერის ქმედებებით თეთრი სახლის უკმაყოფილებაა.
მელანია ტრამპის განცხადების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მირა რიკანდერმა გასულ თვეში პირველი ლედის აფრიკაში ვიზიტის დროს, თვითმფრინავში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლების ყოფნა მოითხოვა.
მირა რიკანდერი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მთავარმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა საკუთარ მოადგილედ 2018 წლის მაისში დანიშნა.
Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დონალდ ტრამპი მეუღლის მოწოდებას განიხილავს და შესაძლოა, რიკანდელი თანამდებობიდან გაათავისუფლოს.