მეხუთე საარტილერიო ბრიგადის ტაქტიკური საველე წვრთნები დასრულდა
მეხუთე საარტილერიო ბრიგადის ტაქტიკური საველე წვრთნები დასრულდა

ვაზიანის პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეხუთე საარტილერიო ბრიგადის „გრადლარის“ ბატარეის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გეგმურ საველე სწავლებაში მეხუთე საარტილერიო ბრიგადის „გრადლარის“ ბატარეა იყო მიზიდული, რომელსაც მხარს მეხუთე საარტილერიო ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეული და 53-ე უზრუნველყოფის ბატალიონი უჭერდა.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მხარდამჭერ ქვედანაყოფებთნ ერთად. დასკვნით ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა წინასწარ განსაზღვრული ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ოპერაცია განახორციელეს. საველე წვრთნებს სამი კვირის განმავლობაში მეხუთე საარტილერიო ბრიგადიდან შერჩეული დამკვირვებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ.