მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს რვა წლის წინ გმირულად გარდაცვლილი თანამებრძოლი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სამაშველო ოპერაციის დროს ექვსი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 13 ივნისის ტრაგედიის დროს მთავარი მორეაგირე უწყება იყო, რომლის თანამშრომლები სტიქიის ეპიცენტრში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ. მეხანძრე-მაშველები, პირველადი რეაგირების გარდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში სტიქიის სალიკვიდაციო, საძიებო და აღდგენით სამუშაოებში იყვნენ ჩართული.