მეჯვრისხევის მცხოვრებთა თქმით, ოთხმა რუსულმა ვერტმფრენმა მათ სოფელს გადაუფრინა
მეჯვრისხევის მცხოვრებთა თქმით, ოთხმა რუსულმა ვერტმფრენმა მათ სოფელს გადაუფრინა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობის ინფორმაციით, ოთხმა რუსულმა ვერტმფრენმა საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი რადიო „მოზაიკა“ ავრცელებს.​ მეჯვრისხეველების თქმით, ვერტმფრენებმა სოფელს წრე დაარტყეს და ოკუპირებული ტერიტორიისკენ გაფრინდნენ.

პირველი არხი კომენტარისთვის სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მსგავსი ფაქტები ზიანს აყენებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ სუს-ში.