მეიდანზე ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი იმართება
მეიდანზე ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი იმართება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით, მეიდანზე ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი იმართება, რომლის მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა. ღონისძიება უკვე მესამედ ტარდება.

ორდღიანი გამოფენა-გაყიდვა ხვალ, საღამოს 22:00 საათზე დასრულდება.