მეჰრიბან ალიევა - მტერს წინააღმდეგობა გავუწიეთ და ასე იქნება ყოველთვის
აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილ სამხედროების ოჯახებს უსამძიმრებს.
მეჰრიბან ალიევას თქმით, აზერბაიჯანელი ხალხი არასდროს შეეგუება ოკუპაციას.
„აზერბაიჯანელი ხალხი არასდროს შეეგუება ოკუპაციას. ჩვენი მიწა, ჩვენი ბრძოლა სამშობლოსთვის წმინდაა. ჩვენ მართლები ვართ და ღმერთი ჩვენთანაა. მტერმა მიიღო წინააღმდეგობა და ეს სულ ასე იქნება. ჩვენ უნდა გავხდეთ და გავხდებით უფრო ძლიერები. მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება სამხედროების მშობლების წინაშე. ამ რთულ დღეებში აზერბაიჯანელი ხალხი თქვენს გვერდითაა“, – აღნიშნავს მეჰრიბან ალიევა.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. აზერბაიჯანული მხარე სამი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ დანაკარგი არ აქვთ.