მეღვინე ქალები საქართველოდან პირველ საერთაშორისო ქალ მეღვინეთა გამოფენაში მონაწილეობენ
ნიდერლანდებსა და ბელგიაში ქალი მეღვინეების პირველი საერთაშორისო გამოფენა (Women in Wine Expo 2019) იმართება.
გამოფენაში მსოფლიოს რვა ქვეყნიდან 30 მეღვინე ქალი მონაწილეობს. საქართველოდან მონაწილეობას იღებს რვა მეღვინე ქალი.
გამოფენა ტარდება ორ ნაწილად, პირველი ნაწილი 23 მაისს ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამში გაიმართა, გამოფენის მეორე ნაწილი კი დღეს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში იმართება.
ამასთან, როტერდამში გამოფენის დასრულების შემდეგ, ჰააგაში, ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს შენობაში, მეღვინე ქალებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს, ხოლო პრეზენტაცია ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა სოფიო ყავლაშვილმა გამართა.
საერთაშორისო ქალ მეღვინეთა გამოფენაში (Women in Wine Expo 2019) ქართველი მეღვინეების მონაწილეობის ერთ-ერთი მხარდამჭერი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოა.