მედპერსონალის წარმომადგენლისთვის კორონავირუსის დადგენის შემდეგ, ბრიტანეთში ერთ-ერთი საავადმყოფო დროებით დაიხურა
მედპერსონალის წარმომადგენლისთვის კორონავირუსის დადგენის შემდეგ, ბრიტანეთში ერთ-ერთი საავადმყოფო დროებით დაიხურა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრაიტონში ერთ-ერთი საავადმყოფო დროებით დაიხურა, მას შემდეგ, რაც მედპერსონალის წარმომადგენელს კორონავირუსი დაუდგინდა.

ოლქის სამედიცინო დაწესებულების პაციენტებს ურჩევენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ქალაქის ჯანდაცვის სამსახურს დაუკავშირდნენ.

გაერთიანებულ სამეფოში ეს კორონავირუსის უკვე მერვე შემთხვევაა.

ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტმა კორონავირუსის ახალ ტიპს საზოგადოების ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხე უწოდა.