მედლინ მუნი - რუსული პროპაგანდა რეალურია, ეს მხოლოდ თქვენთან არ ხდება, მთავრობას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ბევრი უნდა გააკეთონ მოქალაქეებმაც
მედლინ მუნი - რუსული პროპაგანდა რეალურია, ეს მხოლოდ თქვენთან არ ხდება, მთავრობას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ბევრი უნდა გააკეთონ მოქალაქეებმაც

რუსული პროპაგანდა რეალურია, ეს მხოლოდ თქვენთან არ ხდება, მთავრობას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ბევრი უნდა გააკეთონ მოქალაქეებმაც, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გაძლიერების შესახებ დასმულ კითხვაზე.

მისი თქმით, რუსული პროპაგანდის გავლენა და რუსეთის მიერ პროცესებში ჩარევის მცდელობა ბევრ ქვეყანაში შეინიშნება.

„ასეა ბრიტანეთიც. ნახეთ მიულერის გამოძიება აშშ-ში. იცით საფრანგეთის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, ლატვიაში ასეთი რამ ყოველდღე ხდება. ეს რეალურია. მთავრობას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მოქალაქეებმაც უნდა გააკეთონ ბევრი. ყველა მოქალაქეს აქვს პასუხიმგებლობა, ყველა ჟურნალისტს. ჩვენ ყველანი განვიცდით ამ საშიშროებას, ეს მხოლოდ თქვენთან არ ხდება, მაგრამ თქვენ განსაკუთრებული საფრთხეები გაქვთ. მოქალაქეებმა მხარი უნდა დაუჭირონ ინსტიტუციებს“, – აღნიშნა მედლინ მუნმა.